შექმნის იდეა და კონცეფცია დამყარებულია მიზანზე, რომ ბაზარზე  შევქმნათ ხარისხიანი სერვისი, რომელიც სხვადასხვა პროფილის კომპანიებს არა შაბლონური მიდგომებით, არამედ კონკრეტულად მათზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგიით, სტრუქტურითა და რაც მთავარია კონკრეტული შედეგით იქნება გამყარებული.

მარკეტინგისადმი სიყვარული, განსაკუთრებულ მოტივაციას გვაძლევს, რომ არ გავჩერდეთ და მუდმივად განვითარდეთ და ავუწყოთ ფეხი ამ სფეროში ელვისებურად სწრაფ სიახლეებს. გარდა ამისა, მარკეტინგში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად სწორედ, რომ სიღრმისეული და კომპლექსური მიდგომა თითოეული საქმისადმი, ხდის გამორჩეულს ჩვენს კომპანიას. ამიტომაც “რანგოს” მთავარი მიზანია ისეთივე ტემპით განვითარდეთ რა ტემპითაც ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა ყოველთვის შევძლოთ ჩვენს თანამშრომლებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული სერვისი. რაც საშუალებას მოგვცემს ვაკეთოთ ის საქმე რომელიც გვიყვარს და გვაბედნიერებს.

„რანგო” შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული სააგენტოა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, ბიზნესის იმიჯისთვის და განვითარებისთვის საჭირო რესურსების სიღრმისეული და კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უპირატესობაა,  რაც საშუალებას გვაძლევს, კომპანიებს შევთავაზოთ ხარისხიანი და შედეგის მომტანი სერვისი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.